ლოკომოტივი 1:2 კოლხეთი 1913
ლოკომოტივი 1:2 კოლხეთი 1913
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში, თბილისის ლოკომოტივი ფოთის კოლხეთთან დამარცხდა. 23 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, სტუმრებმა 2:1 მოიგეს.
ანგარიში 49-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გახსნა და ლოკო დააწინაურა. სტუმრებმა წონასწორობა 5 წუთში აღადგინეს. გოლი შოთა კერძევაძემ გაიტანა.
მატჩის საბოლოო შედეგი, 59-ე წუთზე კოლხეთის ფორვარდმა, მიკოლა კოვტალიუკმა დააფიქსირა.
გიორგი დევდარიანის გუნდს 21 ქულა აქვს და მე-4 პოიციაზეა. მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 28 მაისს, ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, რეხვიაშვილი (ხიდეშელი 73), ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (კაპ), ქავთარაძე, სამურკასოვი (არველაძე 61), დიასამიძე, კიკნაძე (ღონღაძე 66), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: კიკნაძე (17), ჭანტურია (63), რეხვიაშვილი (71), გაბაძე (89)
არბიტრი: პ.მაჭარაძე