ლოკომოტივი, ამხანაგურ მატჩში, ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა
ლოკომოტივი, ამხანაგურ მატჩში, ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა
თბილისის ლოკომოტივი ამხანაგურ მატჩში, ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ ვიტ ჯორჯიასთან დამარცხდა. 7 სექტემბერს, საგურამოს ბაზაზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 4-1 წააგო.
ანგარიში სტუმრებმა 27-ე წუთზე გახსნეს. ვიტ ჯორჯიას მეკარე ჯონი შეროზიამ თერთმეტმეტრიანი დარტმა ზუსტად შეასრულა.
41-ე წუთზე ლოკომოტივმა წონასწორობა აღადგინა. გოლი 33 წლის შემტევმა, რემი ვილიან ჯონმა გაიტანა. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ამერიკელი ფეხბურთელი ლოკომოტივში ვარჯიშობს.
51-ე და 55-ე წუთზე, სტუმართა შემტევმა ბექა კაკუშაძემ დუბლი შეასრულა. მატჩის საბოლოო შედეგი 89-ე წუთზე გიორგი კურმაშვილმა დააფიქსირა.
ლოკომოტივი: თევდორაძე (შეროზია 46), უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ჭანტურია (ანდრონიკაშვილი 71), გაბაძე (ჯაფარიძე 85), შონია (ძებნიაური 62), სამურკასოვი (გვალია 57), კობახიძე (კიკაბიძე 67), არდაზიშვილი (შეწირული 79), რემი ვილიან ჯონი, ჯიქია (ოზბეთელაშვილი 67)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი