ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
15/09/2017

ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი მოქმედ ჩემპიონ სამტრედიასთან დამარცხდა. 16 სექტემბერს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, გიორგი დევდარიანის გუნდმა 2:1 წააგო.

 

სამტრედიასთან დაპირისპირებას გიორგი დევდარიანის გუნდი დანაკლისით შეხვდა. ლოკოს ტრავმის გამო ირაკლი კომახიძე და მამია გავაშელიშვილი აკლდა.

 

ლოკოს ანგარიშის გახსნის შანსი პირველ ტაიმში ორჯერ ჰქონდა. გატანა ჯერ გიორგი გოროზიას შეეძლო, შემდეგ ირაკლი სისხარულიძეს.

 

გოროზია მეკარესთან პირისპირ, კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, მაგრამ მისი დარტყმა კარს აცდა. სიხარულიძეს კი ანგარიშის გახსნა ვატო არველაძის პასის შემდეგ შეეძლო. ეროვნული ლიგის ბომბარდირის თავური დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია.

 

გატანის შანსი სამტრედიასაც ჰქონდა, თუმცა რევაზ თევდორაძემ ჯერ ნიკოლოზ საბანაძის შორეული დარტყმა მოიგერია კუთხურზე, შემდეგ გიული მანჯგალაძის საჯარიმო.

 

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. რევაზ თევდორაძის კარი ანტე გიიმ აიღო. გოლის შემდეგ დევდარიანმა მოედანზე ლაშა გვილია შეიყვანა, რომელამც დავით სამურკასოვი შეცვალა. გიორგი გოროზიას ნაცვლად კი თამაშში ლუკა კიკაბიძე ჩაერთო.

 

წონასწორობა 68-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ აღადგინა. ლოკოს ფეხბურთელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, საგოლე გადაცემა კი გეგა დიასამიძემ შეასრულა და სიხარულიძემ ეროვნულ ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა.

 

ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, ლოკოს კიდევ ორი რეალური მომენტი ჰქონდა. ჯერ ვატო არველაძის დარტყმა მოიგერია ომარ მიგინეიშვილმა, შემდეგ კი პირისპირ გასულ ირაკლი სიხარულიძეს აჯობა.  

 

გამარჯვების გოლი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ანტე გიიმ გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

 

მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 23 სექტემბერს, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია (ჩიტეიშვილი 82), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა (კაპ), სამურკასოვი (გვალია 59), დიასამიძე, ქავთარაძე, გოროზია (კიკაბიძე 65), არველაძე, სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: ქავთარაძე (42), სიხარულიძე (59), ჭანტურია (77)

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

more news