ლოკომოტივი თბილისურ დერბიში დამარცხდა
ლოკომოტივი თბილისურ დერბიში დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, თბილისის ლოკომოტივი დინამო თბილისთან დამარცხდა. დინამო არენაზე გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა 3:0 მოიგეს.
28-ე წუთზე, დინამო გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა. 36-ე წუთზე, დინამოს კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა შორეული დარტყმით აიღო რევაზ თევდორაძის კარი.
მეორე ტაიმის დებიუტში, დევდარიანმა ორი ცვლილება გამოიყენა. 49-ე წუთზე, გიორგი კიკნაძის ნაცვლად, თამაშში გეგა დისამიძე ჩაერთო, 54-ე წუთზე კი ვატო არველაძემ რატი არდაზიშვილი შეცვალა.
დინამომ, მატჩის საბოლოო ანგარიში 64-ე წუთზე დააფიქსირა. საჯარიმოდან კარისკენ ბაჩანა არაბულმა დაარტყა, ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია, მაგრამ გულვერდ თომაშვილს შეეხო და ლოკომოტივის 33-ე ნომერმა ავტოგოლი გაიტანა. 78-ე წუთზე, თომაშვილი ნიკა ჭანტურიამ შეცვალა.
11 ტურის შემდეგ, გიორგი დევდარიანის გუნდი, 21 ქულით მეორე ადგილზეა. დინამოსა და ლოკომოტივს შორის სხვაობა 6 ქულაა.
მომდევნო მატჩს, ლოკომოტივი 14 მაისს, საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. მორიგი თბილისური დერბი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 13:30 წუთზე გაიმართება.
ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, თომაშვილი (ჭანტურია 78), უბილავა, კომახიძე, არდაზიშვილი (არველაძე 54), ქავთარაძე, კიკნაძე (დიასამიძე 49), სიხარულიძე, გავაშელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
არბიტრი: გ.კიკაჩეიშვილი