ლოკომოტივი ზამთრის თასის ნახევარფინალშია
ლოკომოტივი ზამთრის თასის ნახევარფინალშია
დავით პეტრიაშვილის სახელობის, ზამთრის თასის ტურნირზე, თბილისის ლოკომოტივმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ლოკომოტივმა 4 მატჩი გამართა. ჯგუფურ ეტაპზე, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მარტვილის მერანი და ცხინვალი დაამარცხა, მესამე ტურის შეხვედრაში კი საბურთალოსთან დამარცხდა.
ლოკომოტივმა, მერანს 9:2 მოუგო. მარტვილელებს ჰეთთრიკი შეუსრულა ლაშა გვალიამ, ორი გოლი გიორგი წულეისკირის ანგარიშზეა, თითო-თითოჯერ კი მერანის კარი დავით ჯიქიამ, თეიმურაზ შონიამ, სანდრო შეწირულმა და ლაშა ოზბეთელაშვილმა აიღეს.
მერანთან მატჩი, ლოკომ ასეთი შემადგენლობით დაიწყო: შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, გვალია, ჯიქია, კიკაბიძე
შეცვლაზე შევიდნენ: შონია, ჭანტურია, ანდრონიკაშვილი, სამურკასოვი, კიკნაძე, კობახიძე, გაბაძე, შეყილაძე, შეწირული, წულეისკირი, ოზბეთელაშვილი, გუგუშვილი
მეორე მატჩში, ლოკომ ცხინვალი 7:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულეს შონიამ, ოზბეთელაშვილმა და კიკნაძემ, ერთი გოლი კი ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ანგარიშზეა.
სასტარტო შემადგენლობა: შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, გვალია, ჯიქია, კიკაბიძე
შეცვლაზე შევიდნენ: შონია, სამურკასოვი, წულეისკირი, ოზბეთელაშვილი, ჭანტურია, გაბაძე, კიკნაძე, კობახიძე, გუგუშვილი, შეყილაძე, ანდრონიკაშვილი, შეწირული
საბურთალოსა და ლოკომოტივის დაპირისპირება, 5:3 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში, გოლები შონიამ, ლუკა კიკაბიძემ და დავით უბილავამ გაიტანეს.
საბურთალოსთან მარცხის შემდეგ, ლოკომ დ ჯგუფში, 6 ქულით, მეორე ადგილი დაიკავა და 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
სასტარტო შემადგენლობა: შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, შონია, გვალია, ჯიქია
შეცვლაზე შევიდნენ: სამურკასოვი, კიკაბიძე, ჯიქია, ოზბეთელაშვილი
მეოთხედფინალში, ლოკომოტივს მეტოქედ ბოლნისის სიონი ერგო. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა სიონი 6:2 დაამარცხა.
ბოლნისელებს დუბლი გვალიამ შეუსრულა, თითო-თითო გოლი კი ლევან ქურდაძის, შონიას, უბილავას და ოთო კობახიძის ანგარიშზეა.
სიონის დამარცხებით, ლოკომოტივმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 1/2 ფინალური ეტაპის მატჩი 14 იანვარს გაიმართება.
სასტარტო შემადგენლობა: შეროზია, უბილავა (კაპ), გაბაძე, ქურდაძე, შონია, კიკნაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჯიქია, გვალია, კობახიძე, შეწირული