ლოკომოტივის ფეხბურთელები 21 წლამდე ნაკრებში
01/10/2017
ლოკომოტივის ფეხბურთელები 21 წლამდე ნაკრებში
თბილისის ლოკომოტივის სამი წევრი ბექა ქურდაძე, დავით სამურკასოვი და ვატო არველაძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, დანიისა და ფარერის კუნძულების ნაკრებთან გასამართი დაპირისპირებისთვის, 24 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ქართველი ფეხბურთელები 6 ოქტომბერს, სტუმრად დანიის, ხოლო 10 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ფარერის კუნძულების ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.