ლოკომოტივის ზედიზედ მესამე გამარჯვება

ლოკომოტივის ზედიზედ მესამე გამარჯვება
24/08/2017

ლოკომოტივის ზედიზედ მესამე გამარჯვება

თბილისის ლოკომოტივმა ქობულეთის შუქურა დაამარცხა. 25 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა, მეტოქე სტუმრად 1:3 დაამარცხეს.

 

ლოკოს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ნიკა ჭანტურია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. გიორგი გოროზია კი წინა მატჩის მსგავსად მამია გავაშელიშვილმა შეცვალა, რომელიც გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

 

ანგარიში 26-ე წუთზე ვატო არველაძემ გახსნა. ლოკოს 24-ე ნომერმა ნოდარ ქავთარაძის პასის შემდეგ, ბურთი შუქურას საჯარიმოში დაამუშავა და გამოზომილი დარტყმით გაიტანა. 19 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

 

მეორე ტაიმის საწყის წუთებში დევდარიანის გუნდმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, გატანა შეეძლოთ სიხარულიძესა და არველაძეს, თუმცა მასპინძელთა მეკარემ ორივე შემთხვევაში ზუსტად ითამაშა.

 

მე-60 წუთზე, გიორგი გოროზიას ნაცვლად მოედანზე მამია გავაშელიშვილი შევიდა, რომელმაც ზუსტად ორ წუთში ლამაზი გოლი გატანა. მამიასთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-10 გოლია.

 

შუქურამ ერთი ბურთის გაქვითვა მალევე მოახერხა. გოლი 66-ე წუთზე დავით ჩაგელიშვილმა გაიტანა.

 

83-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლოკოს ფორვარდმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-19 გოლი გაიტანა.

აღნიშნული გამარჯვებით ლოკომოტივმა 39 ქულა მოაგროვა და მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს დევდარიანის გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 9 სექტემბერს გორის დილასთან გამართავს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 17:00 საათზე გაიმართება.

 

ლოკომოტივი: თევდორაძე, ჭანტურია, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა (კაპ), სამურკასოვი, დიასამიძე (გვალია 67), გოროზია(გავაშელიშვილი 60), არველაძე (ლ. ქურდაძე 87), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

 

გაფრთხილება: გვალია (81)

არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი

more news