ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაიწყო

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაიწყო
04/03/2017

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ბათუმის დინამო დაამარცხა. მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, გიორგი დევდარიანის ფეხბურთელებმა 2:1 მოიგეს.

სტუმრებს გოლის გატანა პირველივე წუთზე შეეძლოთ. გიორგი ქავთარაძის დარტყმის შემდეგ, ბურთი საჯარიმოში, დავით უბილავას ხელზე მოხვდა და მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა. თორნიკე თარხნიშვილის შესრულებული თერთმეტმეტრიანი რევაზ თევდორაძემ ხელებში დაიჭირა.

ანგარიში მე-10 წუთზე თეიმურაზ შონიამ გახსნა. 31-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ლოკომოტივის შემადგენლობაში, პირველივე ოფიციალურ მატჩში გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. სიხარულიძემ 42-ე წუთზე დუბლი შეასრულა და ლოკომოტივს 3 ქულა მოუპოვა.

 

ლოკომოტივი: თევდროაძე, ღონღაძე, გაბაძე, რეხვიაშვილი, უბილავა, ჭანტურია, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 54), დიასამიძე, კომახიძე (ჩიტეიშვილი 84), ქავთარაძე (კიკნაძე 77), სიხარულიძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: უბილავა (1), რეხვიაშვილი (10), ჭანტურია (69)

მთავარი მსაჯი: ჯ.ხორავა

more news