ლოკომოტივმა ტორპედო დაამარცხა
ლოკომოტივმა ტორპედო დაამარცხა
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი გიორგი დევდარიანის გუნდმა 2:0 მოიგო.
27-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა. ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად.
74-ე წუთზე, სიხარულიძემ ტორპედოს დუბლი შეუსრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფისქირა.
11 აგვისტოს, ლოკოსა და ტორპედოს დაპირისპირება არბიტრის გადაწყვეტილებით, 85-ე წუთზე შეჩერდა. ტორპედოს ფან-კლუბის წევრებმა მატჩის მიმდინარეობისას, მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე ისროლეს ასაფეთქბელი.
გიორგი ყრუაშვილმა, მატჩი პირველად მე-11 წუთზე შეაჩერა, 85-ე წუთზე კი ხელმეორედ მოუხდა თამაშის შეწყვეტა. სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილების საფუძველზე, დაპირისპირება 14 აგვისტოს, 18:30 წუთზე გაგრძელდა. გუნდებმა 9 (4 კომპენსირებული) წუთი ითამაშეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
ტორპედოსთან გამარჯვების შემდეგ, ლოკომ 33 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს, დევდარიანის გუნდი სტუმრად, კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ, 20 აგვისტოს გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, ჩიტეიშვილი (ღონღაძე 67), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა (კაპ), ქავთარაძე, კომახიძე (ჭანტურია 76), სამურკასოვი, დიასამიძე, არველაძე (კიკაბიძე 54), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: კომახიძე (29), სამურკასოვი (37), ჩიტეიშვილი (45)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი