ლოკო 2025 წლის სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გონიოსთან ჩაატარებს

ლოკო 2025 წლის სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს გონიოსთან ჩაატარებს
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის პირველი მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ჩვენი გუნდი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გონიოსთან ჩაატარებს.
ლოკო სეზონს განახლებული სამწვრთნელო შტაბითა და შემადგენლობით ხვდება. ჩვენს გუნდს 2025 წლის სეზონში გიორგი გეგუჩაძე უმცროსი უხელმძღვანელებს.
თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელებმა სეზონის წინ, მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს. გუნდმა მზადება ოფიციალურად 2 მარტს დაასრულა.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, გონიო 3 წლის წინ შეიქმნა და ეროვნულ ლიგა 2-ში წელს პირველ სეზონს ჩაატარებს. გუნდი გასული სეზონის შემდეგ გაძლიერდა, დაიმატა რამდენიმე ლეგიონერიც.
თბილისის ლოკომოტივისა და გონიოს შეხვედრა 8 მარტს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის პირველ ტურის დანარჩენი მატჩები:
სპაერი - დინამო თბილისი 2
რუსთავი - მარტვილის მერანი
სიონი - მეშახტე
სამტრედია - იბერია 2