ლოკო სამტრედიასთან შეხვედრისთვის ემზადება

ლოკო სამტრედიასთან შეხვედრისთვის ემზადება
01/04/2025

ლოკო სამტრედიასთან შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეოთხე ტურის მატჩს სტუმრად სამტრედიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

პირველი სამი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 2 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეშვიდე პოზიციას იკავებს.

 

რაც შეეხება მეტოქეს, სამტრედია ერთი გამარჯვებითა და ორი ფრედ დასრულებული მატჩითა და შესაბამისად, 5 ქულით მესამე ადგილზეა. წინ ტურში იმერულმა გუნდმა ბოლნისის სიონი სტუმრად დაამარცხა.

 

სამტრედიისა და ლოკოს მატჩი ეროსი მანჯგალაძე არენაზე 2 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მეოთხე ტური

 

მეშახტე - დინამო თბილისი 2
იბერია 2 - გონიო
მარტვილის მერანი - სპაერი
სამტრედია - ლოკომოტივი
რუსთავი - სიონი

more news