ლოკო საქართველოს თასის 1/4 ფინალში დინამო ბათუმს უმასპინძლებს

07/08/2025
ლოკო საქართველოს თასის 1/4 ფინალში დინამო ბათუმს უმასპინძლებს
7 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების 1/4-ფინალური და 1/2-ფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ ლოკოს მეტოქე 1/4-ფინალში "დინამო ბათუმი" იქნება. მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება და ლოკო საგურამოს ბაზაზე უმასპინძლებს აჭარულ გუნდს.
მოგების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი 1/2-ფინალში შეხვდება მეშახტე – იბერია/ტორპედოს წყვილში გამარჯვებულს.
1/4-ფინალური შეხვედრები 23 სექტემბერს ჩატარდება, ხოლო 1/2-ფინალური მატჩები — 30 ოქტომბერს.