ლოკო სეზონს საქართველოს თასზე ბორჯომთან მატჩით განაახლებს
ლოკო სეზონს საქართველოს თასზე ბორჯომთან მატჩით განაახლებს
თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაასრულა და გუნდი პირველ ოფიციალურ მატჩს ელის.
ჩვენი ფეხბურთელები 20 ივლისს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრას სტუმრად ბორჯომთან ჩაატარებენ.
მოსამზადებელ ეტაპზე ლოკომ 5 შეხვედრა ითამაშა. ერთ-ერთ უკანასკნელ მატჩში თელავი 2:1 დავამარცხეთ. თამაშში გოლები ლაშა მენთეშაშვილმა და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა გაიტანეს.
ჩვენი მეტოქე ბორჯომი მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში ასპარეზობს. 15 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ეს გუნდი გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ბორჯომთან შეხვედრა 20 ივლისს, 18:00 საათზე, ხაშურში, გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.
გეტყვით იმასაც, რომ ლოკო ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონის განახლების შემდეგ პირველ მატჩს 31 ივლისს არაგვთან გამართავს.