ლოკო შტურმს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება

ლოკო შტურმს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება
17/05/2024

ლოკო შტურმს გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის მე-13 ტურის შეხვედრას სტუმრად სართიჭალის შტურმთან ჩაატარებს.

 

ამ მომენტისთვის ლოკოს 11 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა, ხოლო სართიჭალის შტურმი, რომელიც ლიგა 2-ში წელს გადმოვიდა, მე-6 პოზიციას იკავებს.

 

პირველ წრეში ლოკომ და შტურმმა ფრედ, 1:1 ითამაშეს. ჩვენი გუნდის რიგებიდან მეტოქის კარში გოლის გატანა მამია გავაშელიშვილმა მოახერხა.

 

შტურმისა და ლოკოს შეხვედრა სართიჭალის ცენტრალურ სტადიონზე 19 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-13 ტური:

 

სიონი - ხობის კოლხეთი
რუსთავი - არაგვი
ვიტ ჯორჯია - სპაერი
დინამო თბილისი 2 - გარეჯი
შტურმი - ლოკომოტივი

more news