ლოკო სტუმრად შტურმთან დამარცხდა

ლოკო სტუმრად შტურმთან დამარცხდა
02/11/2024

ლოკო სტუმრად შტურმთან დამარცხდა

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის სეზონის 31-ე ტურის შეხვედრაში სტუმრად სართიჭალის შტურმთან დამარცხდა.

 

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და 0:0 დასრულდა. შტურმმა ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმში, მე-80 წუთზე მოახერხა, თავი შუბითიძემ გამოიჩინა. მალე რომან ჩაჩუამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი შტურმის ფეხბურთელმა გვასალიამ 89-ე წუთზე გაიტანა.

 

31 ტურის შემდეგ ლოკოს 38 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 9 ნოემბერს ბოლნისის სიონთან მიხეილ მესხზე ჩავატარებთ.

more news