ლოკომ მეორე წრე სპაერთან გამარჯვებით დაიწყო
30/04/2024
ლოკომ მეორე წრე სპაერთან გამარჯვებით დაიწყო
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო, მე-10 ტურში ჩვენმა გუნდმა საკუთარ მოედანზე სპაერი 1:0 დაამარცხა.
ლოკომ მატჩი აქტიურად შეუტია, ხოლო ანგარიშის გახსნა ტაიმის მიწურულს მოახერხა. დანიშნული პენალტი მამია გავაშელიშვილმა გამოიყენა. ეს მამიასთვის მე-5 გოლი იყო მიმდინარე სეზონში.
მეორე ნახევარში შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ლოკომ ზედიზედ მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. შეგახსენებთ, რომ მე-9 ტურში გარეჯი 4:1 დავამარცხეთ. ამ მომენტისთვის კი 11 ქულით გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილს ვიკავებთ.
ლოკომოტივი ეროვულ ლიგა 2-ში მორიგ მატჩს 11 მაისს ვიტ ჯორჯიასთან სტუმრად ჩაატარებს.
ეროვნული ლიგა 2 I მე-10 ტური
ლოკომოტივი 1:0 სპაერი
გოლი: გავაშელიშვილი (40)