ლოკომ სეზონი არაგვთან გამარჯვებით განაახლა

ლოკომ სეზონი არაგვთან გამარჯვებით განაახლა
30/07/2024

ლოკომ სეზონი არაგვთან გამარჯვებით განაახლა

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის ეროვნული ლიგა 2-ის სეზონი გამარჯვებით განაახლა. ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხზე დუშეთის არაგვი 2:1 დაამარცხა. 

 

ლოკომ თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე ანგარიში დავით სამურკასოვმა გახსნა. აქტიურობამ შედეგი შემდეგშიც გამოიღო, 31-ე წუთზე ნიკოლოზ ბაშელეიშვილის გადაცემით არაგვის კარში მამია გავაშელიშვილმა გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. ტაიმის მიწურულს გავაშელიშვილს დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა.

 

არაგვმა ერთი ბურთის გაქვითვა მეორე ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მოახერხა, ჩვენს კარში გოლი კეკანამ გაიტანა.

 

შედეგად, ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 17 ტურის შემდეგ ლოკოს 19 ქულა აქვს. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე საგარეჯოს გარეჯია. მატჩი 5 აგვისტოს საგარეჯოში გაიმართება.

 

 

more news