ლოკომოტივი ბათუმში დამარცხდა

ლოკომოტივი ბათუმში დამარცხდა
19/04/2019

ლოკომოტივი ბათუმში დამარცხდა

კრისტალებთ ეროვნული ლიგის IX ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა ბათუმში, სადაც ბათუმის დინამომ თბილისის ლოკომტივს უმასპიონძლა და მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

თბილისის ლოკომოტივმა მატჩის მე-13 წუთზე ოთარ კობახიძის გოლით ანგარიში გახსნა, ამ უკანასკნელს საგოლე გადაცემა დავით უბილავამ გაუჯეთა. 32-ე წუთზე ბათუმელთა ლეგიონერბის მეშვეობით გაათანაბრეს. გაბრიელ რამოსის პასით ბულისკერიას კარის აღება ჯოვინო ფლამარიონმა შეძლო. პირველი ტაიმიც ამ შედეგით დასრულდა. დინამო ბათუმმა მთელი მატჩის განმავლობაში დომინირება მოახერხა, მეტწილად მომენტები რკინიგზელთა საჯარიმოში იქმნებოდა, თუმცა პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგი ძირითად დროში არ შეცვლილა . მატჩის 79-ე წუთზე თბილისი ლოკომოტივის მცველმა, ირაკლი კომახიძემ უხეშობის გამო მთავარი არბიტრისგან წითელი ბართი მიიღო. ლოკომიტივი 10 კაცით ასე, თუ ისე უმკლავდებოდა მეტოქეს. არბიტრმა მატჩის ძირიტად დროს 4 წუთი დაამატა. დამატებული დროის მე-3 წუთი საბედისწერო აღმოჩნდა სტუმართათვის. ლოკომოტივის კართან კუთხური დაინიშნა რომელიც ბათუმელთა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა გოლად აქცია და დუბლიც გაიფორმა. 

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, უბილავა, ჭანტურია, გურეშიძე, კომახიძე, ძებნიაური, შონია, კობახიძე, არდაზიშვილი, კირკიტაძე, სიხარულიძე. 

შეცვლაზე შევიდნენ: ჯიქია, სამურკასოვი, გოროზია

more news