ლოკომოტივი ლიდერ გარეჯთან შეხვედრისთვის ემზადება

ლოკომოტივი ლიდერ გარეჯთან შეხვედრისთვის ემზადება
07/11/2023

ლოკომოტივი ლიდერ გარეჯთან შეხვედრისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურის შეხვედრას სტუმრად გათამაშების ლიდერის, საგარეჯოს გარეჯის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

32 ტურის შემდეგ საგარეჯოელებს 71 ქულა აქვთ და 1 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ფოთის კოლხეთს. საქართველოს ეროვნული ლიგის საგზურს პირველადგილოსანი პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მეორეადგილოსანს პლეი ოფის თამაში მოუწევს. სწორედ ამიტომ, გარეჯისთვის ჩვენთან შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

 

რაც შეეხება ლოკოს, რევაზ გოცირიძის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ლოკომ უკანასკნელ 5 ტურში 3 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა. 32-ე ტურში ლოკომოტივმა ხობის კოლხეთი უკანასკნელ წუთებზე გატანილი ორი გოლით სტუმრად დაამარცხა.

 

მიმდინარე სეზონში გარეჯმა და ლოკომ ერთმანეთის წინააღმდეგ 3-ჯერ ითამაშეს. ორჯერ მეტოქემ გაიმარჯვა, ხოლო 6 აპრილს მეტოქის დამარცხება 3:0 მოვახერხეთ. ლოკოს მხრიდან გოლების გატანა კურტანიძემ, კიკნაძემ და კალანდაძემ შეძლეს.

 

საგარეჯოს გარეჯისა და თბილისის ლოკომოტივის შეხვედრა 9 ნოემბერს, 14:30 საათზე საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

 

ეროვნული ლიგა 2 I 33-ე ტური:

 

ბოლნისი - ხობი
გარეჯი - ლოკომოტივი
თბილისის მერანი - დინამო თბილისი 2
ვიტ ჯორჯია - სპაერი
ფოთის კოლხეთი 1913 - მარტვილის მერანი

more news