ლოკომოტივი თბილისის დინამოსთან დამარცხდა და საქართველოს თასს გამოეთიშა

ლოკომოტივი თბილისის დინამოსთან დამარცხდა და საქართველოს თასს გამოეთიშა
29/07/2023

ლოკომოტივი თბილისის დინამოსთან დამარცხდა და საქართველოს თასს გამოეთიშა

თბილისის ლოკომოტივი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრაში თბილისის დინამოსთან 0:1 დამარცხდა.

 

მიხეილ მესხი 2-ზე გამართული დედაქალაქური დერბი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თავისი შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, ხოლო შეხვედრაში ერთადერთი გოლი დინამოს მხრიდან მატჩის 72-ე წუთზე ოსეი ბარნსმა გაიტანა.

 

ლოკო მომდევნო შეხვედრას ეროვნულ ლიგა 2-ში, სიონის წინააღმდეგ 3 აგვისტოს, მესხი 2-ზე ჩაატარებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

 

ლოკომოტივი - თბილისის დინამო 0:1 I საქართველოს თასის 1/8 ფინალი I მიხეილ მესხი 2

 

გოლი: 72' ოსეი ბარნსი

 

ლოკომოტივი: ლევან თანდილაშვილი, სანდრო შეწირული, ლაშა ოზბეთელაშვილი (64' თორნიკე კურტანიძე), ბიძინა მახარობლიძე (76' ბონი), გეგი გეგუჩაძე (21' ზურაბ ზოსიაშვილი (76' ლაშა კალანდაძე)), ბექა ხარაიშვილი, გიორგი გაბაძე, ლაშა მენთეშაშვილი, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, რომან ჩაჩუა, ნიკა ჭანტურია

 

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

 

თბილისის დინამო: გიორგი ლორია, ნიკოლოზ მალი (64' გიორგი მაისურაძე), ანზორ მექვაბიშვილი (64' ოსეი ბარნსი), ულად-ომარ იმრანი, ლევან ოსიყმაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი (73' ალექსანდრე კალანდაძე), დავით კობოური, უსმანე კამარა, ზორან მარუშიჩი (73' საბა ხვადაგიანი), გაგი მარგველაშვილი, ლაშა ოდიშარია (64' ჯადული იობაშვილი)

 

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

 

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ზ. ფიფია
მეოთხე მსაჯი: გ.ვარდიძე

more news