ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიასთან მატჩისთვის ემზადება

ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიასთან მატჩისთვის ემზადება
08/03/2024

ლოკომოტივი ვიტ ჯორჯიასთან მატჩისთვის ემზადება

თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის გათამაშების პირველ საშინაო შეხვედრას ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ ჩაატარებს. ჩვენი გუნდი მატჩისთვის აქტიურად ემზადება.

 

ლიგა 2-ის ახალი სეზონის პირველ წრეში ლოკომ სპაერთან 1:1 ითამაშა. ჩვენი გუნდის რიგებიდან გოლის გატანა ბიძინა მახარობლიძემ მოახერხა.

 

რაც შეეხება ვიტ ჯორჯიას, მომავალმა მეტოქემ პირველი ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე ხობის კოლხეთთან ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.

 

გასულ სეზონში ლოკო და ვიტ ჯორჯია ერთმანეთის უშაულო კონკურენტები იყვნენ. საერთო ჯამში 4 შეხვედრა ჩავატარეთ, 2-ში გავიმარჯვეთ, ხოლო 2-ში დავმარცხდით.

 

გუნდებს შორის მომავალი დაპირისპირება 9 მარტს, 18:00 საათზე მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება. შეხვედრაზე მაყურებელთა დასწრება თავისუფალია.

 

ეროვნული ლიგა 2 I მე-2 ტური:

 

ხობის კოლხეთი - დინამო თბილისი 2
ლოკომოტივი - ვიტ ჯორჯია
დუშეთი - სიონი
გარეჯი - სპაერი
რუსთავი - შტურმი

more news