ლოკომოტივის ფეხბურთელები 21 წლამდე ნაკრებში
12/03/2017
ლოკომოტივის ფეხბურთელები 21 წლამდე ნაკრებში
თბილისის ლოკომოტივის სამი ფეხბურთელი საქართველოს 21 წლამდე ნაკრებშია გამოძახებული. მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, 22 და 25 მარტს გასამართი ორი ამხანაგური მატჩისთვის, ახალგაზრდულ ნაკრებში, ლოკომოტივის მეკარე ბექა ქურდაძე და ნახევარმცველები ირაკლი კომახიძე და გიორგი კიკნაძე მიიწვია.
21 წლამდე ნაკრები, თბილისში, ისლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს ორჯერ დაუიპირისპირდება. აღნიშნული ამხანაგური მატჩები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების ფარგლებში ჩატარდება.
ბექა ქურდაძე და ირაკლი კომახიძე 21 წლამდე ნაკრების მოქმედი წევრები არიან, გიორგი კიკნაძე კი ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში პირველად მოხვდა.