ლოკომოტივისა და გარეჯის მატჩი სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო

ლოკომოტივისა და გარეჯის მატჩი სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო
27/09/2023

ლოკომოტივისა და გარეჯის მატჩი სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო

მიხეილ მესხი 2-ზე ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა თბილისის ლოკომოტივსა და საგარეჯოს გარეჯს შორის.

 

შეხვედრა სოხუმის დაცემის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

 

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მე-9 წუთზე ხარებაშვილის გოლით გარეჯი წინ გავიდა. 23-ე წუთზე პაპავამ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

 

ლოკო თავისი თამაშის ჩვენებას მეორე ტაიმში შეეცადა. მე-80 წუთამდე გუნდები ანგარიშის შეცვლას ვეღარ ახერხებდნენ, ხოლო 81-ე წუთზე ცეცხლაძემ გარეჯი 3:0 დააწინაურა.

 

ჩვენმა გუნდმა შეხვედრაში პრესტიჟის გოლის გატანა მაინც მოახერხა. 90+4-ე წუთზე ბაშელეიშვილმა პენალტის გატანა შეძლო და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3.

 

ამჟამად ლოკომოტივს ეროვნულ ლიგა 2-ში 23 ქულა აქვს დაგროვებული და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.

more news