ლოკომოტივმა სამტრედიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიმარჯვა
04/07/2023
ლოკომოტივმა სამტრედიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გაიმარჯვა
სეზონის განახლების წინ გამართულ მესამე ამხანაგურ შეხვედრაში ლოკომოტივმა სამტრედია 2:1 დაამარცხა.
დიღმის ოლიმპიურ სოფელში გამართული მატჩის პირველი ტაიმი იმერული გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ლოკომ მეორე ტაიმში თამაშში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ ბაშელეიშვილისა და ოზბეთელაშვილის გოლებით 2:1 გაიმარჯვა.
თბილისური გუნდისთვის ეს მესამე ამხანაგური მატჩი იყო სეზონის განახლების წინ. ლოკომოტივმა ჯერ ზამბიური კაფუე სელტიკსტი 4:2 დაამარცხა, ხოლო შემდეგ თელავთან ბოლო წუთებზე დანიშნული პენალტით 3:4 წააგო.
ლოკოს მომდევნო მეტოქე გაგრა იქნება. შეხვედრა 8 ივლისს, კვლავ დიღმის ოლიმპიურ სოფელში ჩატარდება.