ლოკომოტივმა შუქურა დაამარცხა და საქართველოს თასის 1/8 ფინალში გავიდა

ლოკომოტივმა შუქურა დაამარცხა და საქართველოს თასის 1/8 ფინალში გავიდა
22/07/2023

ლოკომოტივმა შუქურა დაამარცხა და საქართველოს თასის 1/8 ფინალში გავიდა

თბილისის ლოკომოტივმა ქობულეთის შუქურა დაამარცხა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა.

 

თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გამართული 1/16 ფინალური ეტაპის შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. ლოკომ გადამწყვეტი უპირატესობა დამატებით დროში მოიპოვა.

 

ანგარიში 98-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა გახსნა, 101-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა თორნიკე კურტანიძემ ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო 120-ე წუთზე კურტანიძემ კიდევ ერთხელ გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

 

ლოკოს მეტოქე საქართველოს თასის 1/8 ფინალში დინამო თბილისი იქნება, მატჩი 29 ივლისს გაიმართება.

 

ლოკომოტივი - შუქურა I საქართველოს თასის 1/16 ფინალი I მიხეილ მესხი 2

ლოკომოტივი: ლევან თანდილაშვილი, თორნიკე მოლაშვილი (46 გეგი გეგუჩაძე), სანდრო შეწირული, ლაშა ოზბეთელაშვილი (60 თორნიკე კურტანიძე), ბიძინა მახარობლიძე (73 ლაშა კალანდაძე), ბექა ხარაიშვილი (111 გიორგი პირტახია), გიორგი გაბაძე, ლაშა მენთეშაშვილი, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (111 გივი მუკბანიანი), რომან ჩაჩუა, ნიკა ჭანტურია

მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე

შუქურა: გოგი კულუა, ალეკო ანანიძე, ალიკო ჩაკვეტაძე, ბექა ვერულიძე, გაგა გაზდელიანი, ლუკა ასათიანი, გიორგი ჯანელიძე, დავით მუჯირი, ლუკა ლორთქიფანიძე (46 ლუკა ნემსაძე (87 სულიკო ოქროპირიძე)), გიორგი გოგოლაშვილი (73 გია აფხაზავა), ლაშა კვარაცხელია

 

მწვრთნელი: ლევან ჯოხაძე

გაფრთხილებები: 39' რომან ჩიჩუა, 45+1' ბექა ვერულიძე, 51' დავით მუჯირი, 65' გეგი გეგუჩაძე, 68' სანდრო შეწირული, 117' გიორგი გაბაძე

more news