ლოკომოტივმა თელავი გაიარა და თასის ¼ ფინალშია
ლოკომოტივმა თელავი გაიარა და თასის ¼ ფინალშია
ლოკომ საგურამოში მორიგი მატჩი მოიგო. ამჯერად, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, წარმატებას სათასო დაპირისპირებაში მიაღწია. აშკარა უპირატესობით ჩატარებულ შეხვედრაში, ლოკომოტივმა ირაკლი სიხარულიძისა და იმრანის გოლებით, დამაჯერებლად მოიგო.
მე-8 წუთზე, ლოკო ირაკლი სიხარულიძის გოლით დაწინაურდა. კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ, თელაველთა მცველმა ბურთის მოგერიება სცადა, თუმცა, საკუთარი კარისკენ გაუშვა, სადაც ლოკოს თავდამსხმელმა მეკარეს დაასწრო და ანგარიში გახსნა.
23-ე წუთზე კი, თბილისელებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს. დავით სამურკასოვის გააზრებული და ჭკვიანური გრძელი პასი, ერთი შეხებითა და გოლით, ულად ომარ იმრანმა დაასრულა - 2:0
საქართველოს თასი, 1/8 ფინალი
ლოკომოტივი 2:0 თელავი (2:0)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე (მჭედლიშვილი 64), უბილავა (C), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (იაკობიძე 58), კირკიტაძე (მუკბანიანი 46), იმრანი (ანდრონიკაშვილი 64), სიხარულიძე (გავაშელიშვილი 64)
გოლები: სიხარულიძე (8), იმრანი (23)
გაფრთხილება: გაბაძე, დარცმელია, მჭედლიშვილი, მუკბანიანი, უბილავა
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი