ლოკომოტივმა თურქული შეკრება მინსკის დინამოსთან მოგებით დაასრულა

ლოკომოტივმა თურქული შეკრება მინსკის დინამოსთან მოგებით დაასრულა
23/02/2017

ლოკომოტივმა თურქული შეკრება მინსკის დინამოსთან მოგებით დაასრულა

თბილისის ლოკომოტივმა, თურქულ შეკრებაზე უკანასკნელი ამხანაგური მატჩი გამართა და მინსკის დინამო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გეგა დიასამიძემ გაიტანა. გიორგი დევდარიანის გუნდმა თურქულ შეკრებაზე ხუთიდან ოთხი მატჩი მოიგო, ერთხელ კი დამარცხდა. 
ლოკომოტივი: თევდორაძე (ქურდაძე 46), უბილავა (კაპ), ხიდეშელი (ჩიტეიშვილი 71), რეხვიაშვილი (გაბაძე 46), ღონღაძე, ჭანტურია, სამურკასოვი (არველაძე 68), დიასამიძე, კომახიძე (კიკნაძე 65), ქავთარაძე (კიკაბიძე 82), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

more news