ლოკომოტივმა ზაფხულის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო
ლოკომოტივმა ზაფხულის მოსამზადებელი შეკრება დაიწყო
ზაფხულის 2-კვირიანი შესვენების შემდეგ, დღეს „ლოკომოტივი“ საგურამოს ბაზაზე შეიკრიბა. ლევან კორღალიძის გუნდი ეროვნული ლიგის განახლებამდე მზადებას საკუთარ ბაზაზე გააგრძელებს და ამხანაგურ მატჩებსაც ადგილზე გამართავს.
მთავარი მწვრთნელის განკარგულებაშია გუნდის ორი ახალწვეული - ბიძინა მახარობლიძე და დავით კირკიტაძე. ტრავმის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესს გადის რეზი ინჯგია. რეაბილიტირებული თორნიკე კირკიტაძე და ლუკა კიკაბიძე კი, გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, „ლოკომოტივი“ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 20 ივლისს, ლევან კორღალიძის გუნდი გორის „გორს“ უმასპინძლებს. 24 ივლისს, ტესტ-მატჩი ისრაელის პირველი დივიზიონის ბინადარ „აპოელ ბნეი ლოდ“-თან გაიმართება. მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ამხანაგურ შეხვედრას კი, ჩვენი გუნდი 27 ივლისს, დუშეთის „არაგვთან“ გამართავს. სამივე მატჩს „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზა უმასპინძლებს. მატჩები 19:00 საათზე დაიწყება.