ლოკომოტივმა ზამბიური კლუბი კაფუე სელტიკსი დაამარცხა

ლოკომოტივმა ზამბიური კლუბი კაფუე სელტიკსი დაამარცხა
29/06/2023

ლოკომოტივმა ზამბიური კლუბი კაფუე სელტიკსი დაამარცხა

საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ტექნიკურ ბაზაზე თბილისის ლოკომოტივმა ამხანაგურ შეხვედრაში ზამბიური კაფუე სელტიკსი 4:2 დაამარცხა.

თბილისური გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2 მარცხდებოდა, თუმცა მეორე ნახევარში ლოკომოტივმა ინიციატივა ხელთ იგდო და თამაშის შემოტრიალება მოახერხა. ლოკომოტივის მხრიდან კაფუე სელტიკსის კარში გოლები მენთეშაშვილმა და ბაშალეიშვილმა გაიტანეს, ხოლო გაბისონიამ დუბლის შესრულება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ზამბიურ კლუბთან ლოკომოტივმა გასულ წელს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ითვალისწინებს ფეხბურთელთა სელექციას ახალგაზრდული გუნდებიდან, საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებასა და გაცვლით პროგრამებს.

კაფუე სელტიკსმა თბილისური ტურნეს ფარგლებში ამხანაგური მატჩები ასევე გამართა ქუთაისის ტორპედოსთან და საბურთალოსთან. ზამბიელები ქუთაისურ გუნდთან დამარცხდნენ, ხოლო საბურთალოსთან მატჩი ფრედ დაასრულეს.

more news