ლოკოს 2 ფეხბურთელი, ალექსანდრე თურქია და ლუკა ხელაშვილი საქართველოს U19 ნაკრებში

ლოკოს 2 ფეხბურთელი, ალექსანდრე თურქია და ლუკა ხელაშვილი საქართველოს U19 ნაკრებში
14/11/2024

ლოკოს 2 ფეხბურთელი, ალექსანდრე თურქია და ლუკა ხელაშვილი საქართველოს U19 ნაკრებში

თბილისის ლოკომოტივის 2 ფეხბურთელი ალექსანდრე თურქია და ლუკა ხელაშვილი საქართველოს U19 ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობენ.

 

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა შვედეთთან ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. სკანდინავიელთა კარში გოლები გიორგი ნიკოლაიშვილმა და საბა გეგუჩაძემ გაიტანეს.

 

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე თურქიამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო ხელაშვილი თადარიგში იყო.

 

შემდეგ მატჩს, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 16 ნოემბერს, ნორვეგიის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც ესტონეთის დამარცხება იდენტური ანგარიშით შეძლო.

more news