ლოკოს ორი ფეხბურთელი ახალგაზრდულში - საქართველოს U21 ნაკრებმა სექტემბერში ორივე მატჩი მოიგო
11/09/2023
ლოკოს ორი ფეხბურთელი ახალგაზრდულში - საქართველოს U21 ნაკრებმა სექტემბერში ორივე მატჩი მოიგო
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით სექტემბერში ორი ოფიციალური მატჩი გამართა და ორივეში გაიმარჯვა.
ჩვენმა გუნდმა 6 სექტემბერს ქუთაისში გიბრალტარი 2:0 დაამარცხა, ხოლო 12 სექტემბერს კიშინიოვში მოლდოვას 1:0 სძლია.
ლოკოდან 21-წლამდელთა ნაკრებში ორი ფეხბურთელი იყო გამოძახებული: გეგი გეგუჩაძე და ლევან თანდილაშვილი. გიბრალტართან ჩვენს არცერთ მოთამაშეს უთამაშია, მოლდოვასთან გეგუჩაძე 86-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე.
რამაზ სვანაძის გუნდი 6 ქულით ამჟამად შესარჩევი ჯგუფის ლიდერია ნიდერლანდებთან ერთად. მომდევნო მატჩებს U21 ნაკრები ოქტომბერში ნიდერლანდებთან და შვედეთთან ჩაატარებს.