ლოკოსა და რუსთავის მატჩი ფრედ დასრულდა

ლოკოსა და რუსთავის მატჩი ფრედ დასრულდა
06/04/2025

ლოკოსა და რუსთავის მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მეხუთე ტურში თბილისის ლოკომოტივმა საგურამოში გათამაშების ლიდერს, რუსთავს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

 

მატჩი ჩვენი გუნდის უპირატესობით დაიწყო და 59-ე წუთისთვის ლოკო 2:0 დაწინაურდა. გოლები დენის ამოაკომ და პენალტით ლაშა მენთეშაშვილმა გაიტანეს.

 

ამის შემდეგ მეტოქე გააქტიურდა. 71-ე წუთზე გუჯაბიძემ სხვაობა შეამცირა, ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე პენალტით ლევან კუტალიამ დააფიქსირა.

 

შედეგად, ხუთი ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგა 2-ში 5 ქულა აქვს.

 

მომდევნო ტურის მატჩს 12 აპრილს სტუმრად ბოლნისის სიონთან ჩავატარებთ.

more news