მარცხი გორში და მეხუთე ადგილზე დაქვეითება
მარცხი გორში და მეხუთე ადგილზე დაქვეითება
ზაფხულის შესვენებამდე, ლოკომოტივმა ბოლო მატჩი გორში, დილას წინააღმდეგ გამართა და ერთბურთიანი სხვაობით - 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც, გუნდი სატურნირო ცხრილის მესამედან მეხუთე ადგილზე დაქვეითდა.
მატჩში პირველი გოლი მე-18 წუთზე გავიდა, როცა რეზი თევდორაძემ უხეში შეცდომა დაუშვა და საკუთარი მცველის ნაცვლად, ბურთი გორელთა თავდამსხმელს ჩააბარა. თორნიკე კაპანაძემ კი, საკუთარი გუნდი მარტივად დააწინაურა. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ პირველ ტაიმში ლოკომოტივმა თავისი თამაში ვერ იპოვა და მასპინძელთა შეტევები უფრო მწვავე იყო. ერთადერთი გამორჩეული მომენტი, მე-40 წუთზე იყო, როცა თორნიკე კირკიტაძემ ძლიერად გაისროლა გუგეშაშვილის კარისკენ.
მეორე ტაიმი, დილას შეტევებით დაიწყო და რომ არა თევდორაძის ორმაგი სეივი, გორელები ანგარიშის გაზრდას შეძლებდნენ. საპასუხო შეტევაში, იმრანის დარტყმული მოხვდა ძელს და ამჯერად, დილა გადარჩა. თბილისელებმა ერთადერთი გოლის გატანა 62-ე წუთზე შეძლეს, როცა რატი მჭედლიშვილის ჩაწოდების შემდეგ, გუგეშაშვილის კარი მამია გავაშელიშვილმა აიღო 1:1.
ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა გიორგი გაბაძეს, რომელის სახიფათო თავურის მოგერიება გუგეშაშვილმა შეძლო. 71-ე წუთზე კი, გორელებმა მეორე გოლის გატანა შეძლეს. მატჩის ბოლო წუთები, ლოკომოტივის შეტევებში გაილია, თუმცა, ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება ვეღარ შეძლო.
დილა 2:1 ლოკომოტივი (1:0)
ლოკომოტივი: თევდორაძე, სანდოხაძე, გაბაძე (მუკბანიანი 86), ქველაძე (მჭედლიშვილი 61), უბილავა (C), დარცმელია, სამურკასოვი (ჭიაბრიშვილი 78), კირკიტაძე (კახაბრიშვილი 61), იმრანი, გავაშელიშვილი (იაკობიძე 78), სიხარულიძე
გოლი: გავაშელიშვილი (62)
გაფრთხილება: სამურკასოვი, იმრანი, გაბაძე
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი