მე-19 ტურში გონიოს ვუმასპინძლებთ

17/08/2025
მე-19 ტურში გონიოს ვუმასპინძლებთ
თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონის მე-19 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც "გონიოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
გასულ ტურში ჩვენმა გუნდმა "დინამო თბილისი 2-ს" უმასპინძლა საგურამოში და 4-2 დაამარცხა. "გონიომ" კი "ბოლნისთან" გასვლით შეხვედრაში ფრე ითამაშა - 1:1. ამჟამად სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე ვიმყოფებით 22 ქულით, ხოლო მეტოქე მერვე ადგილზე 21 ქულით.
ლოკოსა და გონიოს მატჩი საგურამოში ჩატარდება. შეხვედრა 18 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.