მოგებათა სერია შეწყდა - ლოკო დინამო თბილისთან დამარცხდა
მოგებათა სერია შეწყდა - ლოკო დინამო თბილისთან დამარცხდა
ეროვნული ლიგის მე-18 ტური, ლოკომოტივისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენი გუნდი, სტუმრად, დინამო არენაზე 0:2 დამარცხდა.
აქტიური საწყისი წუთების მიუხედავად, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, გოლი მე-17 წუთზე გაუშვა. ამის შემდეგ, დინამო უფრო გააქტიურდა და მასპინძლებმა შეტევები უფრო გაახშირეს და გაამწვავეს. თუმცა, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.
მატჩის მეორე ნახევარი, ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ყველაზე რეალური მომენტი, ირაკლი სიხარულიძეს ჰქონდა, თუმცა, ლოკოს ფორვარდის თავური, დინამო კარს ასცდა. 65-ე წუთზე, ლოკომოტიველთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა - თორნიკე კირკიტაძე საჯარიმოში გიორგი პაპავას ეუხეშა. ნიშნულთან გიორგი გაბედავა მივიდა და დუბლთან ერთად, თავის გუნდს 3 ქულაც გაუფორმა.
ამ მარცხის შემდეგ, ლოკომოტივი სატურნირო ცხრილის მესამედან მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.
დინამო თბ 2:0 ლოკომოტივი (1:0)
ლოკომოტივი: თევდორაძე, სანდოხაძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე (კახაბრიშვილი 72), უბილავა (C), შონია (გავაშელიშვილი 73), დარცმელია, სამურკასოვი (ბუიღლიშვილი 83), კირკიტაძე (მუკბანიანი 83), იმრანი, სიხარულიძე (იაკობიძე 83)
გაფრთხილება: გაბაძე, კირკიტაძე, კახაბრიშვილი
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი