ოფიციალურად - ლოკომ და კროკომ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
ოფიციალურად - ლოკომ და კროკომ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
დღეს, მიხეილ მესხის სტადონის მედიაცენტრში, თბილისის ლოკომოტივის სეზონისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანია კროკობეთმა და თბილისურმა კლუბმა, სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოაწერეს. კროკობეთი ლოკომოტივის გენერალური სპონსორი გახდა.
გიორგი ყიფიანი (ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი): „ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის მხარდაჭერა, როგორიც კროკობეთია. გვჯერა, რომ ის მიზნები, რაც დასახული გვაქვს, მათთან ერთად უფრო დიდ პერსპექტივას იძლევა. მიხარია, რომ მინიმუმ 1 წელი ვითანამშრომლებთ, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ ურთიერთობა ერთი წლის შემდეგაც გავაგრძელოთ.“
გიორგი ბარნაბიშვილი (კროკობეთის თანადამფუძნებელი): „კროკობეთი აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას. ლოკომოტივი ჩვენთვის გამორჩეული ვარსკვლავია ქართულ ფეხბურთში, რომელმაც, გასულ წელს უდიდესი სიხარული მოგვიტანა. გუნდს ჰყავს არაჩვეულებრივი სამწვრთნელო შტაბი, ძალიან კარგი ფეხბურთელები და მენეჯმენტი. ვფიქრობთ, ეს გუნდი არაერთ წარმატებას მიაღწევს და გაგვიხარდება, თუ ამაში ჩვენს წვლილს შევიტანთ.“