პლეი აუტის პირველ შეხვედრაში ლოკომოტივმა რუსთავი დაამარცხა
პლეი აუტის პირველ შეხვედრაში ლოკომოტივმა რუსთავი დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა 2-ის პლეი აუტის პირველ შეხვედრაში მიხეილ მესხი 2-ზე რუსთავი დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
ლოკოს ფეხბურთელებმა მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყეს, თუმცა პირველი გოლის გატანა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ბიძინა მახარობლიძემ შეასრულა - 1:0.
მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. ლუკა კეკელიძის პასით მახარობლიძემ 50-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორბურთიანი გახადა. 69-ე წუთზე მახარობლიძემ უკვე ასისტი შეასრულა, მისი გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენა ლაშა ოზბეთელაშვილმა შეძლო.
მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ლაშა ოზბეთელაშვილმა დააფიქსირა. მეტოქის საჯარიმოში შეჭრის შემდეგ კალანდაძემ პასი გააკეთა, ბაშელეიშვილმა ეფექტური გოლის გატანა სცადა, მას მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე ოზბეთელაშვილის დარტყმული მან ვეღარ მოიგერია.
შედეგად, პლეი აუტის განმეორებითი მატჩის წინ ლოკომ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. რუსთავის ფოლადის სტადიონზე მეტოქეს 9 დეკემბერს, 13:00 საათზე დავუპირისპირდებით.
ლოკომოტივი 4:0 რუსთავი I ეროვნული ლიგა 2, პლეი აუტი
გოლები: მახარობლიძე (45, 50) ოზბეთელაშვილი (69, 90+3)
ლოკომოტივი: თანდილაშვილი, შეწირული, კეკელიძე, მახარობლიძე (82 კალანდაძე), ფრენკი (51 ოზბეთელაშვილი), გეგუჩაძე, გაბაძე (82 ბუკია), მენთეშაშვილი, ბაშელეიშვილი, ჩაჩუა, ჭანტურია (45+6 მოლაშვილი)
მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე
რუსთავი: ჯოჯუა, სამადაშვილი, მანჯგალაძე, ბ. გოცაძე, გ. გოცაძე, გეგეჭკორი (78 ტალახაძე), სიჭინავა, კობერიძე, ნაკანო, ქემოკლიძე (82 ბალარჯიშვილი), ტოროშელიძე (59 ჯაფარიძე)
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია