ფრე მოქმედ ჩემპიონთან
ფრე მოქმედ ჩემპიონთან
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში, თბილისის ლოკომოტივმა სამტრედიასთან ფრე ითამაშა.
22 აპრილს, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება 0:0 დასრულდა.
პირველ ნახევარში, როგორც ლოკომოტივის, ისე სამტრედიის ფეხბურთელებს ორ-ორჯერ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი. ირაკლი კომახიძის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიშის გახსნა ნოდარ ქავთრაძეს შეეძლო, მაგრამ ლოკომოტივის მე-8 ნომერმა ბურთი კარს ააცილა.
21-ე და 30-ე წუთებზე, ზედიზედ ორი მომენტი შექმნეს მასპინძლებმა. პირველ შემთხვევაში, ჩვენი გუნდის მეკარემ ითამაშა ბრწყინვალედ.
რევაზ თევდორაძემ გიორგი ბერიაშვილის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. მეორე ეპიზოდში, ბერიაშვილის დარტყმა ძელს მოხვდა.
გატანა შეეძლო გიორგი რეხვიაშვილსაც, რომელმაც არდაზიშვილთან გაითამაშა კარგი კომბინაცია. ლოკომოტივის მცველის დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია.
მეორე ნახევარში რეხვიაშვილს ჯარიმის გატანაც შეეძლო, მაგრამ სამტრედიის მეკარემ ამ ეპიზოდშიც აჯობა.
8 ტურის შემდეგ, ლოკომოტივმი 15 ქულით, პირველ ადგილზეა. გიორგი დევდარიანის გუნდი, მომდევნო მატჩს საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: თევდორაძე, ხიდეშელი, რეხვიაშვილი, ჭანტურია, უბილავა (კაპ), კომახიძე, ქავთარაძე (ჩიტეიშვილი 89), არდაზიშვილი, კიკნაძე (არველაძე 85), გავაშელიშვილი (დიასამიძე 51), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გაფრთხილება: ქავთარაძე (29), დიასამიძე (73), არველაძე (88)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი