რატი არდაზიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

რატი არდაზიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
16/08/2017

რატი არდაზიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

15 აგვისტოს, თბილისის ლოკომოტივის ნახევარმცველ რატი არდაზიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. 19 წლის ფეხბურთელმა, ტრავმა 11 ივნისს, საქართველოს 19 წლამდე ნაკრების შეკრებაზე, ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღო.

 

არდაზიშვილს მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რის გამოც ეროვნული ლიგის 6 ტური და საქართველოში გამართული ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი გამოტოვა.

 

რატის ოპერაცია MediClubGeorgia-ში ჩაუტარდა და წარმატებით დასრულდა.


ოპერაციის შემდეგ, რატი კლინიკაში ლოკომოტივის ფეხბურთელებმა და გუნდის წევრებმა მოინახულეს, გაამხნევეს და მოედანზე მალე დაბრუნება უსურვეს.

more news