რევაზ გოცირიძე - ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია, მძიმე დატვირთვებს ისინი კარგად უმკლავდებიან
რევაზ გოცირიძე - ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია, მძიმე დატვირთვებს ისინი კარგად უმკლავდებიან
თბილისის ლოკომოტივი 2024 წლის საფეხბურთო სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდში რამდენიმე სიახლეა, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, ასევე დაიგეგმა 4 ამხანაგური მატჩი.
ლოკოს მზადებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს ვესაუბრეთ.
„ჩვენ ისეთი შემადგენლობა გვყავს, რომ მაღალი ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დავბრუნდეთ ეროვნულ ლიგაში, რასაც ლოკომოტივი იმსახურებს.
ბიჭების ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია, საშინაო დავალება ყველამ კარგად შეასრულა, ახლა მიდის კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მძიმე დატვირთვებია, რასაც ფეხბურთელები ძალიან კარგად უმკლავდებიან და სათანადოდ შრომებენ. იმედი მაქვს, ეს ფიზიკური მომზადება გავლენას იქონიებს ჩვენს საბოლოო წარმატებაზე.
დავიმატეთ ორი გამოცდილი, ლოკომოტივისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი - მამია გავაშელიშვილი, რომელსაც ძალიან ბვერი გოლი აქვს გატანილი ჩვენი გუნდის მაისურით და ვიმედოვნებ, მომავალ სეზონშიც ბევრ გოლს გაიტანს. ასევე, ნახევარმცველი მიხეილ ბაშელეიშვილი თელავიდან, რომელსაც კარგად ვიცნობ, ერთად გვიმუშავია. იმედი გვაქვს, ეს მოთამაშეებიც მიზნების მიღწევაში დაგვერხმარებიან.
რაც შეეხება აკადემიიდან დაწინაურებულ ფეხბურთელებს, მათ ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, უბრალოდ დრო სჭრიდებათ ადაპტაციისთვის პირველ გუნდთან. 4 ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი - თბილისის დინამოსთან, გაგრასთან, საბურთალოსთან და ბოლნისის სიონთან. ოთხივე ძალიან ძლიერი გუნდია და ისინი სპეციალურად შეირჩა, რათა გამოჩნდეს, სად გვაქვს სამუშაო და რაში უნდა მოვუმატოთ“, - განაცხადა რევაზ გოცირიძემ.