რევაზ გოცირიძე - ვეცდებით, დარჩენილ ტურებში სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ

რევაზ გოცირიძე - ვეცდებით, დარჩენილ ტურებში სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ
14/09/2024

რევაზ გოცირიძე - ვეცდებით, დარჩენილ ტურებში სატურნირო მდგომარეობა გავიუმჯობესოთ

თბილისის ლოკომოტივის შედეგებისა და მომავალი გეგმების შესახებ მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ გოცირიძემ ისაუბრა.

 

მისი განცხადებით, გუნდის მიზანი მომავალ ტურებში ეროვნულ ლიგა 2-ში მაქსიმალური ქულების დაგროვება და მაღალი ადგილისთვის ბრძოლაა.

 

„რაც შეეხება მეორე წრეს, 7 თამაში ვითამაშეთ. 3-ში გავიმარჯვეთ, 3-ში დავმარცხდით და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ჩემთვის ეს შედეგი არადამაკმაყოფილებელია.

 

ვეცდებით, დარჩენილ ტურებში სატურნირნო მდგომარეობა გამოვისწოროთ და რაც შეიძლება მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლოთ, დანარჩენს, რა როგორ გამოვა, დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა რევაზ გოცირიძემ.

 

ჩვენი გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში მორიგი ტურის მატჩს 15 სექტემბერს რუსთავთან ჩაატარებს.

more news