რომან ჭანტურია ლოკომოტივში არენდით ითამაშებს

რომან ჭანტურია ლოკომოტივში არენდით ითამაშებს
04/02/2018

რომან ჭანტურია ლოკომოტივში არენდით ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფორვარდი, რომან ჭანტურია თბილისის ლოკომოტივში, არენდის წესით ითამაშებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა 6 თვიანია. 21 წლის თავდამსხმელი, ლოკოში, 23 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ჭანტურია იტალიური ემპოლის საკუთრებაა. უკანასკნელად, იგი ასევე განათხოვრების წესით, იტალიურ პრატოში თამაშობდა.

2013 წელს, ჭანტურია იტალიაში სწორედ ლოკომოტივიდან გადავიდა. მან, 4 წლის მანძილზე ემპოლის 17 და 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. იყო მთავარი გუნდის წევრიც, მაგრამ ემპოლის მაისურით ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

2016 წელს, რომანი ემპოლიდან, არენდით, პორტუგალიურ ოლიანენსეში გადავიდა.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში, 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს, იყო 19 და 17 წლამდე ნაკრების წევრიც.

more news