სანაკრებო პაუზის შემდეგ ლოკო პირველ მატჩს რუსთავთან ჩაატარებს

სანაკრებო პაუზის შემდეგ ლოკო პირველ მატჩს რუსთავთან ჩაატარებს
21/11/2024

სანაკრებო პაუზის შემდეგ ლოკო პირველ მატჩს რუსთავთან ჩაატარებს

ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის 33-ე ტურის შეხვედრას სტუმრად რუსთავის წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

ჩვენმა გუნდმა პაუზამდე ბოლნისის სიონი გორში 2:1 დაამარცხა და ამ მომენტისთვის 41 ქულით მე-7 ადგილზეა. რაც შეეხება მეტოქეს, რუსთავს 59 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, გუნდი პირველ ადგილს საგარეჯოს გარეჯთან იყოფს.

 

მიმდინარე სეზონში ლოკომ და რუსთავმა 3-ჯერ ითამაშეს. ერთხელ მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:1 დავამარცხეთ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

 

რუსთავისა და ლოკოს მატჩი 22 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება.

more news