"სასიამოვნოა, როცა გუნდს შედეგის მიღწევაში ეხმარები"
21/03/2018
"სასიამოვნოა, როცა გუნდს შედეგის მიღწევაში ეხმარები"
ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველი ტურის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ნაკრებისა და საკუთარი თამაშის შესახებ, ლოკოს ვებგვერდთან ისაუბრა. 21 მარტს, ქართველმა 17 წლამდელებმა, მასპინძელ პოლონეთთან 2-2 ითამაშეს.
"პოლონეთთან მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარში, მოედანზე 10 ფეხბურთელით დავრჩით და ამის მიუხედავად, ცუდად არ გვითამაშია.
რაც შეეხება ჩემს თამაშს; გოლები ყოველთვის სასიამოვნოა, მითუმეტეს, როცა გუნდს შედეგის მიღწევაში ეხმარება.
ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვაქვს. იმედია ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება". - ამბობს დავითაშვილი.
საქართველოს 17 წლამდე ნაკრები, 24 მარტს, ელიტ-რაუნდის მეორე ტურში, ირლანდიას დაუპირისპირდება.