საუკეთესო ბომბარდირი, დებიუტანტები და სტატისტიკური მონაცემები
საუკეთესო ბომბარდირი, დებიუტანტები და სტატისტიკური მონაცემები
ეროვნული ლიგის, 2017 წლის სეზონი თბილისის ლოკომოტივმა 53 ქულით, მე-6 პოზიციაზე დაასრულა.
36 ჩატარებულ მატჩში, ლოკომოტივის ფეხბურთელებმა 63 გოლი გაიტანეს და 53 მიიღეს საკუთარ კარში. გატანილი გოლების მაჩვენებლით, ლოკომოტივი მხოლოდ დინამო თბილისს ჩამორჩა.
63-დან 25 გოლი ირაკლი სიხარულიძის ანგარიშზეა, რომელიც ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა. მან, უშუალო მდევარ, ბექა მიქელთაძეზე 10 ბურთით მეტი გაიტანა.
15 არასრულ მატჩში, 10 გოლი გაიტანა მამია გავაშელიშვილმა. მას სეზონის ნახევარი ტრავმის გამო გაუცდა. 6 გოლი გაიტანა 19 წლის ვატო არველაძემ.
2017 წელს, ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა, 35 გოლი გაიტანეს
5 გოლი ნოდარ ქავთარაძის ანგარიშზეა, რომელმაც ჩვენი კლუბის მაისურით სადებიუტო სეზონი ჩაატარა. 4 გოლი გეგა დიასამიძემ გაიტანა, გიორგი რეხვიაშვილმა კი 3-ჯერ შეძლო მეტოქეთა კარის აღება.
2-2 გოლის გატანა მოახერხეს გიორგი გოროზიამ და ლუკა კიკაბიძემ. გიორგი კიკნაძემ, გიორგი ხიდეშელმა, მამუკა კობახიძემ და რატი არდაზიშვილმა კი თითოჯერ შეძლეს მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვრა. დანარჩენი ორი გოლი, მეტოქეთა ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
ლოკომოტივის მაისურით ჰეთთრიკის შესრულება მხოლოდ მამია გავაშელიშვილმა შეძლო. 9-ჯერ შეასრულა დუბლი ირაკლი სიხარულიძემ, ორჯერ კი გავაშელიშვილმა. ერთი დუბლი ვატო არველაძის ანგარიშზეა.
ჩვენი კლუბის შემადგენლობაში, ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გეგა დისამიძემ შეასრულა. ლოკოს ათიანმა, 8-ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს. 7 საგოლე გადაცემა შეასრულა ირაკლი სიხარულიძემ.
ყველაზე მეტი მატჩი, გუნდის კაპიტანმა დავით უბილავამ ჩაატარა. 23 წლის მცველმა, მიმდინარე სეზონში, ლოკომოტივის მაისური 34-ჯერ მოირგო. აღსანიშნავია, რომ მან 34-ვე მატჩში შეუცვლელად ითამაშა.
ლოკომოტივის მაისურით, 2017 წლის ეროვნულ ლიგაში, დებიუტი ჰქონდა აკადემიის 8 ფეხბურთელს. დებიუტანტებიდან ყველაზე მეტი მატჩი (8) ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ჩაატარა. 5-5-ჯერ ითამაშეს ლუკა ვარძელაშვილმა და ნიკოლოზ გაბრიჩიძემ.
თორნიკე მუზაშვილმა, ლუკა სილაგაძემ, ლუკა ხარძიანმა, გიორგი წულეისკირმა და დავით კიკალიშვილმა თითო-თითო მატჩში მიიღეს მონაწილეობა. განაცხადში ოთხჯერ მოხვდა ლოკომოტივის აკადემიის კიდევ ერთი წევრი სანდრო შეწირული.