თამაზ ბაბილოძე სევილიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - ძალიან დიდი წარმომადგენლობა იყო, ემოციები ახლაც მომყვება

თამაზ ბაბილოძე სევილიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - ძალიან დიდი წარმომადგენლობა იყო, ემოციები ახლაც მომყვება
24/11/2023

თამაზ ბაბილოძე სევილიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - ძალიან დიდი წარმომადგენლობა იყო, ემოციები ახლაც მომყვება

სევილიაში საერთაშორისო კონფერენცია High Performance in Football-ი გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც საფეხბურთო კლუბი ბეტისი და ფეხბურთის მეცნიერებათა ინსტიტუტი იყვნენ.

 

კონფერენციაში მონაწილეობდა თბილისის ლოკომოტივისა და საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფიზიკური მომზადების მწვრთნელი თამაზ ბაბილოძემაც.

 

კონფერენციისას დაგროვებული შთაბეჭდილებებისა და მიღებული ემოციების შესახებ ჩვენ მას ვესაუბრეთ:


სამიტის ორგანიზატორები იყვნენ ფეხბურთის მეცნიერებათა ინსტიტუტი და საფეხბურთი კლუბი რეალ ბეტისი. იქ პირადი კონტაქტით ვიყავი მიწვეული. იქ განხილული იყო თანამედროვე ტენდეციები, მიდგომები, გამოწვევები და მისი გადაჭრის მეთოდები, ისეთი წამყვანი ექსპერტების მიერ, როგორებიც არიან: ბერნარდო რეკუიენა, (რეალის ფიზ მომზადების მწვრთნელი ზიდანის პერიოდში) ხესუს ოლმო ესპანეთის ნაკრების ექიმი, ასევე მარსელის, პსჟს, დინამო ზაგრების, ხორვატიის ნაკრების, ბარსელონას, მანჩესტერ სიტის და ბრაზილიის ნაკრების ფიზ მომზადების მწვრთნელები.

 

ექიმები, ფიზიოთერაპევტები იღებდნენ მონაწილეობას როგორც ლექტორებად ისე მსმენელებად. დიდი წარმომადგენლობითი კონფერენცია იყო, რაღაც დონეზე ველოდებოდი, მაგრამ გაოგნებული დავრჩი ამ ხალხის დანახვაზე და მათთან საუბარი ერთი დიდი სიამოვნება იყო, ემოციები ახლაც კი მომყვება.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის მიდგომები, რომელიც ავითარებს ფეხბურთს, ფეხბურთს რომელსაც არ აქვს შეზღუდვები და სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანია პროგრესზე ორიენტირება და ხანდახან ჩვენს შეხედულებებზე საჭიროა სხვაგვარად შეხედვა.

 

ჩემი მიზანი იყო და არის, პირადი განვითარებით ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები ვაკეთო, დავეხმარო ფეხბურთელებს განვითარებაში, რათა მათ შეძლონ თავიანთი მიზნების მიღწევა ამ პროცესში. ბედნიერი ვარ, გამიმართლა, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა ისე აეწყო, ყოველთვის საუკეთესო მწვრთნელებთან მომიწია მუშაობა.

 

გასავითარებელი ბევრი რამაა, განსაკუთრებით ფეხბურთელის ფიზიკური მომზადების მიმართულებით. ეს არის სფერო, რომელიც საკითხების სიღრმისეულად გადაწყვეტას მოითხოვს.

more news