თბილისის ლოკომოტივი მარტვილის მერანთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება
თბილისის ლოკომოტივი მარტვილის მერანთან გასვლითი შეხვედრისთვის ემზადება
ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურის შეხვედრას თბილისის ლოკომოტივი სტუმრად მარტვილის მერანის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ეს იქნება ლოკოს პირველი ოფიციალური შეხვედრა ოქტომბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ. ჩვენი გუნდი, სატურნირო თვალსაზრისით, პრინციპულ დაპირისპირებას კარგ ფორმაში ხვდება.
ლოკომ უკანასკნელი 5 თამაშიდან 3 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ამჟამად რევაზ გოცირიძის გაწვრთნილები 29 ქულით მე-8 ადგილზე არიან და მარტვილის მერანს 8 ქულით უსწრებენ, რომელიც მე-9-ზეა. მეტოქემ ბოლო 5 თამაშში მხოლოდ ერთის მოგება შეძლო. მარტვილელებმა თბილისის მერანი დაამარცხეს.
მიმდინარე სეზონში ლოკომოტივმა და მარტვილის მერანმა ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე ითამაშეს 3-ჯერ. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს 2-ჯერ სძლია, ხოლო ერთხელ დამარცხდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-3 წრის მატჩი, რომელიც 5:0 მოვიგეთ.
მარტვილის მერანისა და თბილისის ლოკომოტივის მატჩი მარტვილში, მურთაც ხურცილავას სახელობის სტადიონზე 20 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება.
ეროვნული ლიგა I 30-ე ტური
ხობის კოლხეთი - სპაერი
მარტვილის მერანი - ლოკომოტივი
სიონი - ვიტ ჯორჯია
დინამო თბილისი 2 - გარეჯი
თბილისის მერანი - ფოთის კოლხეთი 1913