თბილისის ლოკომოტივსა და კაფუე სელტიკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის ლოკომოტივსა და კაფუე სელტიკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული ექსკლუზიური შეთანხმების თანახმად თბილისის ლოკომოტივი აქტიურად გაატარებს სასელექციო სამუშაოებს ზამბიის ჩემპიონატში და უშუალოდ კაფუე სელტიკის მოთამაშეების სკაუტინგით იქნება დაკავებული.
საფეხბურთო კლუბ თბილისის ლოკომოტივის მოწვევით 1-6 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სტუმრობდა კაფუე სელტიკის პრეზიდენტი - ლი კავანუ. ამ პერიოდის მანძილზე აფრიკელმა სტუმარმა მოინახულა ჩვენი კლუბის ბაზა და აკადემია, გაეცნო ჩვენი კლუბის სამომავლო გეგმებს, დაესწრო ეროვნული ლიგისა და ჭაბუკთა ლიგის შეხვედრებს. სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს კი მოლაპარაკებების პროცესი თბილისის ლოკომოტივსა და კაფუე სელტიკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. 6 სექტემბერს, რედისონში ლექსო თოფურიამ და ლი კავანუმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ქართული და ზამბიური კლუბები მომდევნო სამი წლის განმავლობაში ერთმანეთთან მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებულნი.
კაფუე სელტიკის აღზრდილნი არიან: პატსონ დაკა (რედ ბულ ზალცბურგი / ლესტერ სიტი), ენოკ მვეპუ (რედ ბულ ზალცბურგი / ბრაიტონი) და ა.შ.