თბილისური დერბი - ლოკომოტივმა დინამო დაამარცხა
10/03/2017
თბილისური დერბი - ლოკომოტივმა დინამო დაამარცხა
საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა დინამო თბილისი დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება 1:0 დასრულდა.
თბილისურ დერბიში, გამარჯვების გოლი 57-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. ლოკომოტივის მე-8 ნომერმა, ანგარიში ირაკლი კომახიძის საგოლე გადაცემის შემდეგ გახსნა.
ორი ტურის შემდეგ, გიორგი დევდარიანის გუნდი 6 ქულით პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში, ლოკომოტივი საბურთალოს დაუპირისპირდება.
ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა, რეხვიაშვილი, გაბაძე, ღონღაძე, ჭანტურია (ჩიტეიშვილი 61), დიასამიძე, კომახიძე (კიკნაძე 72), ქავთარაძე, გავაშელიშვილი (სამურკასოვი 67), სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
არბიტრი: ლ.სილაგავა