ტენტორიუმი - თბილისის ლოკომოტივის კიდევ ერთი პარტნიორი

ტენტორიუმი - თბილისის ლოკომოტივის კიდევ ერთი პარტნიორი
26/06/2017

ტენტორიუმი - თბილისის ლოკომოტივის კიდევ ერთი პარტნიორი

თბილისის ლოკომოტივს კიდევ ერთი პარტნიორი ჰყავს. 27 ივნისს, საგურამოს ბაზაზე, ჩვენს გუნდსა და სამრეწველო-კვლევით ჰოლდინგ ტენტორიუმს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს ხელი, ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა და ტენტორიუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ფოცხვერიამ მოაწერეს.


"მსგავს კომპანიებთან, სპორტული გუნდების თანამშრომლობა აუცილებელია. გამომდინარე იქედან, რომ ფეხბურთელს ვიტამინიზაცია ბევრი კომპონტენტის გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს.

 

ტენტორიუმი ჩვენთვის სასურველი პარტნიორია და ვფიქრობ მათთან ურთიერთობა და მათი დახმარება, ჩვენს ფეხბურთელებს საშუალებას მისცემს, იყვნენ უფრო ჯანმრთელები და ენერგიულები". - განაცხადა გიორგი ყიფიანმა.

 

ტენტორიუმი ერთ-ერთი უმსხვილესი სამეცნიერო-სამრეწველო ჰოლდინგია, რომელიც ფუტკრის პროდუქციას ამუშავებს და მისგან აწარმოებს მსოფლიოში ანალოგის არმქონე უნიკალურ პროდუქტებს.

 

ჩვენი ახალი პარტნიორი, პროფესიონალ სპორტსმენებში, ჯანმრთელობის შესანარჩუნებელ და უსაფრთხო კვების კამპანიას აქტიურად აწარმოებს.

more news